გადაწყვეტილება N 265 საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგების შესახებ

ნომერი: 265 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2001

მიღების თარიღი აპრილი 27, 2001

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგების შესახებ

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2000 წლის 14 სექტემბრიდან  2001 წლის 1 აპრილამდე კომისიის მიერ ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა დარგის ლიცენზიის მფლობელი 139 ორგანიზაცია (რაც დარგის ორგანიზაციების 71% -ს შეადგენს), რომლებსაც გააჩნიათ კავშიგაბმულობის სამინისტროს მიერ ადრე გაცემული  357 მოქმედი ლიცენზია (რაც კომისიის არქივში არსებული 434 მოქმედი ლიცენზიის 82% -ს შეადგენს).

კომისია აღნიშნავს, რომ შ.პ.ს. „ტალღა”-სა და შ.პ.ს. „საქტელერადიოცენტრს” ხელახალ რეგისტრაციაში გასატარებლად კომისიაში მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვათ სხვადასხვა მიზეზით (ლიცენზიის ვადის გასვლა,არასრულყოფილი დოკუმეტაციის წარმოდგენა, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება-დამატებების შესაბამისად რიგი საქმიანობების ლიცენზირების საჭიროებისაგან განთავისუფლება და ა.შ.),„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების საფუძველზე.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთგზის  მიმართვისა, კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია   56 ორგანიზაციის მიერ, რომლებიც ფლობდნენ 77 მოქმედ ლიცენზიას (მათ შორის მხოლოდ 19 ორგანიზაციის 23 ლიცენზიას გასდიოდა ვადა 2001 წლის 1 აპრილს) და რომლებიც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს, რის თაობაზეც საჭიროა დროულად ეცნობოს სათანადო სახელმწიფო ორგანოებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის პროცესში გამოვლინდა ლიცენზიებში მითითებული გადამცემი ობიექტების დამახასიათებელი ტექნიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის უკმარისობა ახალი სიხშირული მინიჭებების განსახორციელებლად და, შესაბამისად, სამაუწყებლო თუ სხვა დანიშნულების გამომსხივებელი სისტემების არსებულ გარემოში ინტეგრაციისათვის.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეტაპობრივად განხორციელდეს მოქმედი გადამცემი ობიექტების ტექნიკური პარამეტრებისა და ტოპოგრაფიული მონაცემების  დაზუსტება.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის დარგის მთელი რიგი ორგანიზაციების (შ.პ.ს.”გურია”, შ.პ.ს.”იმერვიზია”, შ.პ.ს.”კარიბჭე”, შ.პ.ს.”ფორტე”, შ.პ.ს.”კავკასია” და სხვ.) სატელევიზიო არხების ტექნიკური პარამეტრები კომისიის მიერ დაზუსტებულ იქნება სამუშაო პროცესში.

კომისია აუცილებლად მიიჩნევს 2000 წელს რეგისტრაციაში გატარებული ლიცენზიების მოდიფიცირებას უახლოეს პერიოდში, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ინფორმაცია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგიტრაციის  შედეგების შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად.

2. გაუქმდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი  ორგანიზაციების კუთვნილი ლიცენზიები:

1). შ.პ.ს.”სამება”-ს N 569 ლიცენზია;

2). შ.პ.ს.”მეოთხე ტალღა”-ს N 1061 ლიცენზია;

3). შ.პ.ს.„ევრაზია”-ს NN 1063, 1071 და 1086 ლიცენზიები;

4). შ.პ.ს.”ახალი ტელევიზია”-ს N 1062 ლიცენზია;

5). შ..შ.”ტაო”-ს N 322 ლიცენზია;

6). შ.პ.ს.”კლდეკარი”-ს NN 241, 242 და243 ლიცენზიები;

7). შ.პ.ს. „მადნეული-ტვ”-ს N 244 ლიცენზია;

8). შ.პ.ს. „ფაგანი” N 315 ლიცენზია;

9). შ.პ.ს. „ქუთაისი”-ს N 64 ლიცენზია;

10). შ.პ.ს. „მარტვილი’-ს N 69 ლიცენზია;

11). შ.პ.ს.”ახმეტა ტვ 1”-ის N 1140 ლიცენზია;

12). შ.პ.ს.”აია ტვ”-ს N 864 ლიცენზია;

13). შ.პ.ს.”ნოვამენეჯმენტჯორჯია”-ს N 971 ლიცენზია;

14). შ.პ.ს”ნორმა”-ს N 1082 ლიცენზია;

15). შ.პ.ს.”ფოთი”-ს N 301 ლიცენზია;

16). ს/ს ”კონტინენტალი”-ს N 637 ლიცენზია;

17). შ.პ.ს.” კვიდო”-ს N 377 ლიცენზია;

18). შ.პ.ს.”არგო შიფინგი”-ს N 927 ლიცენზია;

19). შ.პ.ს. „დევი და კომპანია”-ს N 553 ლიცენზია;

20). შ.პ.ს.”ჯორჯიან იოლ ბაქერინგი”-ს N 954 ლიცენზია;

21). შ.პ.ს. „მერანი”-ს N 1193 ლიცენზია;

22). შ.პ.ს.” გაზეთი ფენიქსი”- ს N 609 და N 634 ლიცენზიები;

23). შ.პ.ს.”ოქროს საწმისი”-ს N 231 ლიცენზია;

24). შ.პ.ს. „ვიდეოკომუნიკაცია”-ს NN 190, 191 და 192 ლიცენზიები;

25). შ.პ.ს. „მობილფონი”-ს N 1113 და N 1114 ლიცენზიები;

26). შ.პ.ს. „ლიგაკომი”-ს N 1028 და N 1030 ლიცენზიები;

27). შ.პ.ს. „ავტოკომი”-ს N 1233 ლიცენზია;

28). შ.პ.ს. „კავშირი”-ს N 174 და N 175 ლიცენზიები;

29). შ.პ.ს.”სუფსა ტექნოკომი”-ს NN 1076, 1077 და 1078 ლიცენზიები;

30). შ.პ.ს.”ი ენ აი ჯორჯია”-ს N 809 და N 810 ლიცენზიები;

31). შ.პ.ს.”ჯეკა”-ს N 1133 ლიცენზია;

32). შ.პ.ს.”ინტერკონტაქტი”-ს N 777 ლიცენზია;

33). შ.პ.ს.”აფლაიდ ფაინენშიალ ენჯინიერინგი”-ს N 1087 ლიცენზია;

34). შ.პ.ს.”ვინ გეიტ ეკუიტი გრუპ ინკი”-ს N 1237 და N 1242 ლიცენზიები;

35). შ.პ.ს.”სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი”-ს N 820 ლიცენზია;

36). შ.პ.ს.”არგოტური”-ს N 560 ლიცენზია;

37). შ.პ.ს. „გურჯაანი”-ს N 1084 ლიცენზია;

38). შ.პ.ს. „კვტ+” – ის N 1150 ლიცენზია;

39). შ.პ.ს. „არტ ივერიონი”-ს N 1173 ლიცენზია;

40). შ.პ.ს.”2+2”-ს N 731 ლიცენზია;

41). შ.პ.ს. „კოლხეთის მოამბე”-ს N 395 ლიცენზია;

42). შ.პ.ს. „ჯიხა” –ს N 198 ლიცენზია;

43). შ.პ.ს. „GTC” –ის N 701 ლიცენზია;

44). შ.პ.ს.”მთაწმინდა”-ს N 89 ლიცენზია;

45). შ.პ.ს.”ტელესაკომუნიკაციო ქსელები”-ს NN 202, 203, 204 და 205 ლიცენზიები;

46). შ.პ.ს.”ჰორიზონტი”-ს N 264 და N 265 ლიცენზიები;

47). შ.პ.ს. „ციფრული ქსელები”-ს NN 438, 439 და 440 ლიცენზიები;

48). შ.პ.ს. „ნიუკომი”-ს N 536 ლიცენზია;

49). შ.პ.ს. „ირიდიუმ ეგრისი”-ს N 537  ლიცენზია;

50). შ.პ.ს. „რუბიკონი”- ს N 917 ლიცენზია;

51). შ.პ.ს. „უკრაინის კულტ.- ეკონომ.  წარმომადგ.”-ის N 977  და N 978 ლიცენზიები;

52). შ.პ.ს. „ინჟმედსერვისი”-ს N 1005 ლიცენზია;

53). შ.პ.ს. „Caspian NWK Trading Group Georgia”-ს N 1050 ლიცენზია;

54). შ.პ.ს. „ORIENT LOGIC”-ის N 1107 ლიცენზია;

55). შ.პ.ს. „INTERNATIONAL KOURIER”-ის N 1234 ლიცენზია;

56). შ.პ.ს. „დუშეთი ტვ”-ს N 236 ლიცენზია.

3. დაევალოს იურიდიულ სამსახურს (გ. კვერენჩხილაძე)  ერთი(1) კვირის ვადაში  უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციების კუთვნილი ლიცენზიების გაუქმების  თაობაზე.

4. დაევალოთ სამაუწყებლო (თ. ძაგნიძე) და ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურებს,   შეიმუშაონ და 1(ერთი) თვის ვადაში წარმოადგინონ გადამცემი ობიექტების ჩამონათვალი(დასაზუსტებელი ტექნიკური პარამეტრების მითითებით) და ჩასატარებელი პრაქტიკული ღონისძიების გეგმა. 

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს საქმეთა მმართველს ი.ხარებავას.

            კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები