გადაწყვეტილება N 267 შ.პ.ს. “საერთაშორისო აერონავტიკისა და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება “სიტას” ფილიალი”-ს N 973 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 267 / 6

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2001

მიღების თარიღი აპრილი 27, 2001

შ.პ.ს. „საერთაშორისო აერონავტიკისა და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება „სიტას”

ფილიალი”-ს N 973 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტის, 39-ე მუხლისა და 33-ე მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს. „საერთაშორისო აერონავტიკისა და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება „სიტას” ფილიალი”-ს ლიცენზია N 973 და განისაზღვროს:

ა) ლიცენზიით ნებადართულ საქმიანობად:

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

ბ) ლიცენზიის მფლობელად: შ.პ.ს. „სიტა”;

2.გაუგრძელდეს ვადა შ.პ.ს. „სიტა”-ს N 973 ლიცენზიას, მოქმედების ვადის 2011 წლის 27 აპრილამდე განსაზღვრით;

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები