გადაწყვეტილება N 271 შპს “ალკომი”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 271 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2001

მიღების თარიღი აპრილი 27, 2001

შპს „ალკომი”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და

ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ლიცენზია შპს „ალკომს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები