გადაწყვეტილება N 274 “საქართველოს ფარგლებში საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” – დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2001
მიღების თარიღი აპრილი 27, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „საქართველოს ფარგლებში საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”.
2.წარდგენილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დასკვნისათვის დადგენილების პროექტი „საქართველოს ფარგლებში საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” ;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე