წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიშემოსულ კორესპოდენციებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ

ნომერი: 275 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი აპრილი 27, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2000 წლის 24 ოქტომბრის კომისიის სხდომის N 11 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესი  განსაზღვრავს კომისიის აპარატში საქმის წარმოების ორგანიზაციის სისტემას, ადგენს კომისიის სტრუქტურულ დანაყოფებში არასაიდუმლო დოკუმენტებსა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის წესს, რომელიც სავალდებულოა კომისიაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლისათვის.

  ზემოთაღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, კორესპოდენცია, რომელიც არ მოითხოვს დამატებით შესწავლას, სტრუქტურულ ქვედანაყოფებში განიხილება 15 დღეში (ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს პარლამენტის დადგენილებები, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებიდან კომისიაში გადმოგზავნილი ყველა დოკუმენტი, სადაც მითითებულია კონკრეტული წინადადებები კომისიის ხელმძღვანელების მიმართ), დანარჩენ შემთხვევაში – 1 (ერთ) თვეში, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მისი შესწავლა, საჭიროა  კომისიის წევრ(ებ)მა მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაუგრძელოს წერილს ვადა. დოკუმენტის შესრულების დრო შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ პიროვნების მიერ, ვინც ეს ვადა დააწესა. დოკუმენტზე ახალი ვადა  განისაზღვრება მისი შესრულების ვადის გასვლამდე 2-3 დღით ადრე, სხვა შემთხვევაში დოკუმენტი ჩაითვლება დაგვიანებულად. დოკუმენტი შესრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში, როცა გადაწყდება მასში დასმული საკითხი და რესპოდენტს მიეცემა პასუხი, ან როცა შესრულდება რეზოლუციით მოცემული დავალება.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2001 წლის 25 აპრილის მდგომარეობით კომისიაში სულ შემოსულია 300 წერილი და კორესპოდენცია, კომისიის ხელმძღვანელობის რეზოლუციის შესაბამისად  51 დოკუმენტი იყო გასაცნობად ან სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ხოლო 249 საპასუხო, რომელთაგან შესრულებულია 155 (62%), აქედან 112 (49%) ვადაში და 43 ვადის დარღვევით. ზემოთაღნიშნული პერიოდისათვის წარმოებაშია  94 წერილი და კორესპოდენცია, აქედან 38 (40%)  ვადაგადაცილებულია რასაც ემატება  2000 წლიდან გადმოყოლილი   5 ვადაგაცილებული დოკუმენტი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, კომისიის ხელმძღვანელობის რეზოლუციით  დადგენილი დოკუმენტის მეორე და მესამე შემსრულებელი პირები ფორმალურად უდგებიან დოკუმენტის მომზადებაში   მონაწილეობის მიღებას (ძირითადი შემსრულებლისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, დოკუმენტის სავალდებულო ვიზირება და ა.შ.).  ამასთანავე   რიგ შემთხვევებში კომისიის სტრუქტურული ქვედანაყოფების მხრიდან არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება დოკუმენტების შედგენისა და გაფორმების კომისიის ზემოთაღნიშნული N 11 გადაწყვეტილების 7.2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვას ( დოკუმენტისათვის სათაურის შედგენა, შემსრულებლის გვარისა და ტელეფონის მითითება და ა.შ. ).

  ზემოთაღნიშნული საერთო მონაცემები კომისიის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

1).  ტექნიკურ სამსახური -  სულ   105 წერილი და კორესპოდენცია, 13 დოკუმენტი იყო გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ხოლო 92 საპასუხო, რომელთაგან შესრულებულია 62(67%), აქედან 48 (77%) ვადაში და 14 ვადის დარღვევით. წარმოებაშია  30 წერილი და კორესპოდენცია აქედან 4(13%)  ვადაგადაცილებულია;

2).  სამაუწყებლო სამსახური -  სულ   108 წერილი და კორესპოდენცია, 9 დოკუმენტი იყო გასაცნობად და  სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ხოლო 99 საპასუხო, რომელთაგან შესრულებულია 56 (57%), აქედან 44 (78%) ვადაში და 12 ვადის დარღვევით. წარმოებაშია 43 წერილი და კორესპოდენცია, აქედან 20 (46%) ვადაგადაცილებული, ამასთან 2000 წლიდან გადმოყოლილი 5 ვადაგადაცილებული დოკუმენტიც;

3).   ეკონომიკური სამსახური -  სულ   17 წერილი და კორესპოდენცია, 4 დოკუმენტი იყო გასაცნობად და  სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ხოლო 13 საპასუხო, რომელთაგან შესრულებულია 7(54%), აქედან  7-ვე ვადის დარღვევით).   წარმოებაშია  6 წერილი და კორესპოდენცია,     აქედან 3(50%)  ვადაგადაცილებულია;

4).   იურიდიული  სამსახური -  სულ  37 წერილი და კორესპოდენცია, 5 დოკუმენტი იყო გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ხოლო 32 საპასუხო, რომელთაგან შესრულებულია 24 (75%), აქედან 15 (47%) ვადაში და 9 ვადის დარღვევით. წარმოებაშია  8 წერილი და კორესპოდენცია,  აქედან 6 (75%)  ვადაგადაცილებულია;

5). ადმინისტრაციული  სამსახური -  სულ  2 წერილი და კორესპოდენცია და  2-ვე გასაცნობად  და სამსახურებრივი სარგებლობისათვის;

6). საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი -  სულ  12 წერილი და კორესპოდენცია,   12-ვე საპასუხო, რომელთაგან შესრულებულია 5 (42%),  აქედან 5-ვე ვადაში(42%). წარმოებაშია 7 წერილი და კორესპოდენცია ( აქედან 5  ვადაგადაცილებულია);

7). საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორი -  სულ  1 წერილი ,  რომელიც ვადის დარღვევითაა შესრულებული ;

8). საკონსულტაციო(ექსპერტთა) საბჭო -  სულ  7 წერილი და კორესპოდენცია და   7-ვე  გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის;

9). საქმეთა მმართველობა -  სულ 11 წერილი და კორესპოდენცია და   11-ვე  გასაცნობად და საქმეში ჩასაკერებლად;

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსულ კორესპოდენციებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ, მიღებულ იქნეს ცნობად;

2. დაევალოთ კომისიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, კომისიის  გადაწყვეტილებით წერილებსა და კორესპოდენციებზე მუშაობის დადგენილი ვადების დაცვას;

3. კომისიის აპარატის  სამსახურებმა ათი 10 (ათი) დღის ვადაში უზრუნველყონ მათზე რიცხული ყველა ვადაგადაცილებულ  წერილებსა და დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულება;

4. მკაცრად იქნენ გაფრთხილებული კომისიის აპარატის   სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაბამისი ხელმძღვანელები, რომ მომავალში თითოეული მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, დაისმება მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი;

5. დაევალოთ კომისიის აპარატის სამსახურებს დროულად გააანალიზონ კომისიაში შემოსულ კორესპოდენციებზე გაგზავნილი შუალედური შეტყობინებები და საჭიროების მიხედვით ოპერატიულად მოამზადონ პროექტები;

6.დაევალოთ კომისიის აპარატის სტრუქტულ ქვედანაყოფებს  დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ  კომისიიდან გასაგზავნი დოკუმენტის ყოველმხრივ შესწავლილი და შეჯერებული ვარიანტის მომზადებისა და    ვიზირების საქმეში;

 7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე   დაევალოს საქმეთა მმართველს  ი.ხარებავას.

   კომისიის  თავმჯდომარე:                                                         ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები