გადაწყვეტილება N 28 შ.პ.ს.”პირველი რადიო”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 28 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2001

შ.პ.ს.”პირველი რადიო”-ს ხელახალ რეგისტრაციაში  გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად  კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.ტარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პირველი რადიო”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 აგვისტოს N5ა/4—1302  დადგენილებით):

ა). ლიცენზია N  591 გაცემული 09.06.98წ. - მოქმედების ვადა 20.04.2002 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - რადიომაუწყებლობა 106,4 მგჰც სიხშირე 800 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ყვარელი და მიმდებარე რაიონები).

ბ). ლიცენზია N 1115 გაცემული 03.09.99წ. - მოქმედების ვადა 03.08.2004 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - რადიომაუწყებლობა 106,4 მგჰც სიხშირისა და  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები