გადაწყვეტილება N 282 შ.პ.ს. “სანეტი”-სათვის რადიომოდემების ექსპლუატაციისათვის სამუშაო სიხშირეების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2001
მიღების თარიღი მაისი 04, 2001
გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. „სანეტი”-ს N 351 ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა (ლიცენზიის საგანი: საქართველოში ციფრული რადიოსამოდემო ქსელის შექმნა 2432-2453 მგჰც და 2454-2476 მგჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით) ლიცენზირებას არ ექვემდებარება, მისი განხორციელებისათვის საჭიროა კომისიის სათანადო ნებართვა. აქედან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „სანეტს” რადიომოდემების ექსპლუატაციაზე, მისთვის N 351 ლიცენზიით გამოყოფილი სამუშაო სიხშირეების 2432-2453 მგჰც და 2454-2476 მგჰც გამოყენებით;
2.აღირიცხოს შ.პ.ს. „სანეტის” რადიომოდემების ექაპლუატაციისათვის გამოყენებული სამუშაო სიხშირეები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე