გადაწყვეტილება N 284 მსოფლიო სასურსათო პროგრამისათვის საქართველოში რადიოელექტრონული საშუალებების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2001
მიღების თარიღი მაისი 08, 2001
მსოფლიო სასურსათო პროგრამისათვის საქართველოში რადიოელექტრონული
საშუალებების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა მსოფლიო სასურსათო პროგრამას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოელექტრონული საშუალებები:
CODAN, HF Radio Mobile Kit, WFP-HF02 (რაცია) - 9 ც.
2.აღირიცხოს შემოტანილი რადიოელექტრონული საშუალებები, შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე