გადაწყვეტილება N 285 საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობისათვის რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2001
მიღების თარიღი მაისი 08, 2001
საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობისათვის რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობას კოდანის ტიპის რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოტანაზე, რომელიც განთავსებულია გაეროს სასურსათო პროგრამის სახელზე ჩამოსულ 28 ყუთში და აღწერილია თანდართულ ანგარიშფაქტურაში (Air Waybill No: 618 2379 6356).
2.აღირიცხოს საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობის შემოტანისათვის განკუთვნილი მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ.გოთოშიას.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე