გადაწყვეტილება N 288 “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” – დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ

ნომერი: 288 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2001

მიღების თარიღი მაისი 11, 2001

„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” – დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”.

2.წარდგენილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დასკვნისათვის დადგენილების პროექტი „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ.კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები