გადაწყვეტილება N 29 შ.პ.ს.”23 მაისი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 29 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2001

შ.პ.ს.”23 მაისი”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „23 მაისი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 1 სექტემბრის N4/4—12 23  დადგენილებით):

ლიცენზია N 347 გაცემული 08.10.97წ. - მოქმედების ვადა 15.09.2000 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი   -      რადიო მაუწყებლობა

1. თბილისის ტელეანძა 102,4 მგჰც –1,0 კვტ, 97,7 მგჰც-0,25 კვტ.

2. გორი- ტელეანძა 100,6 მგჰც – 0,25 კვტ

3. ქუთაისი – ტელეანძა 100,3 მგჰც – 0,50 კვტ

4. ბათუმი – მწვანე კონცხის ტელეანძა 102,3 მგჰც – 0,25 კვტ

5. ზუგდიდი – ტელეანძა 101,3 მგჰც – 1,0 კვტ

6. თელავი – ცივის ტელეანძა – 100,6 მგჰც – 0,25 კვტ

7. ლაგოდეხი – ბაისუბნის ტელეანძა 102,4 მგჰც -0,25 კვტ

8. ახალციხე – ტელეანძა 102,4 მგჰც – 0,30 კვტ

ლიცენზია N 347-ის დანართი - შპს „ 23 მაისს” მიკუთვნებული 97,7 მგჰც რადიოსიხშირის ნაცვლად გამოეყოს 100,9 მგჰც სიხშირე 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით – ქ.თბილისში რესპუბლიკური რადიოს მე-2 პროგრამის ტრანსლიაციისათვის.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები