გადაწყვეტილება N 291 შპს “საქართველოს თრანქული სისტემა”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანა-რეალიზაციის ნებართვის მიცემის შესახებ

ნომერი: 291 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2001

მიღების თარიღი მაისი 15, 2001

შპს „საქართველოს თრანქული სისტემა”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების

შემოტანა-რეალიზაციის ნებართვის მიცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს შპს „საქართველოს თრანქულ სისტემა”-ს მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანა-რეალიზაციის ნებართვა ჩამონათვალის მიხედვით:

Motorola         GP680

- რაცია

- 25 ცალი

Motorola         GP640

- რაცია

- 5 ცალი

2.წარმოადგინოს შპს „საქართველოს თრანქული სისტემა”-მ რეალიზირებული გადამცემების ტიპებისა და სერიული ნომრების ჩამონათვალი მფლობელის მითითებით, ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები