გადაწყვეტილება N 294 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო საბჭოს დებულების, შემადგენლობის და მუშაობის 2001 წლის პერსპექტიული გეგმის დამტკიცება

ნომერი: 294 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2001

მიღების თარიღი მაისი 25, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო საბჭოს

დებულების, შემადგენლობის და მუშაობის 2001 წლის პერსპექტიული გეგმის დამტკიცება

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, განიხილა რა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო საბჭოს დებულების, შემადგენლობისა და მუშაობის 2001 წლის პერსპექტიული გეგმის წარმოდგენილი პროექტები,

          გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო საბჭოს დებულება, შემადგენლობა და მუშაობის 2001 წლის პერსპექტიული გეგმა, კომისიის სხდომაზე გამოთქმული წინადადებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

2. დაევალოს საკონსულტაციო საბჭოს მდივანს რ. სვანიძეს უზრუნველყოს საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის წარმართვა საბჭოს დებულებისა და მუშაობის 2001 წლის პერსპექტიული გეგმის შესაბამისად.

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საკონსულტაციო საბჭოს მდივანს რ. სვანიძეს.

      კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები