გადაწყვეტილება N 295 შ.პ.ს. “საქართველოს მილსადენი კომპანია”-სათვის თანამგზავრული სატელეფონო აპარატების შემოტანაზე და ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 295 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2001

მიღების თარიღი მაისი 25, 2001

შ.პ.ს. „საქართველოს მილსადენი კომპანია”-სათვის თანამგზავრული სატელეფონო აპარატების შემოტანაზე და  ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” სამი (3) ცალი NEC MT S2 ტიპის თანამგზავრული ტელეფონის აპარატების შემოტანაზე  და ექსპლუატაციაზე;

2.                  აღირიცხოს შპს „საქართველოს მილსადენი კომპანიის” მიერ შემოტანილი სამი (3) NEC MT S2 ტიპის თანამგზავრული ტელეფონის აპარატები შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს;

                        კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები