გადაწყვეტილება N 297 შ.პ.ს.”მობილფონი“-სათვის რადიოსადგურებისა და მისი აქსესუარების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 297 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2001

მიღების თარიღი მაისი 25, 2001

 

შ.პ.ს.”მობილფონი„-სათვის რადიოსადგურებისა და მისი აქსესუარების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. ”მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე რადიოსადგურები და მისი აქსესუარები შეკვეთის ფორმის MOB1GEO005-ში ჩამონათვალის მიხედვით;

 

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „მობილფონმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;

 

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები