გადაწყვეტილება N 3 შპს “საქართველოს თრანქული სისტემისათვის” რადიოელექტრონული საშუალებების ისრაელიდან შემოტანა-რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 3 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შპს „საქართველოს თრანქული სისტემისათვის” რადიოელექტრონული საშუალებების ისრაელიდან შემოტანა-რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ  

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” შემოიტანოს ისრაელიდან  საკუთარი მოხმარებისათვის განსაზღვრული რადიოელექტრონული საშუალებები ჩამონათვალის მიხედვით:

                     რადიოსადგურები:   GP-680,     10 კომპლექტი;

                                    TA-288,      5 კომპლექტი;

                                    TA-280,      5 კომპლექტი.          

2.                  აღირიცხოს შპს „საქართველოს თრანქული სისტემის” მიერ ისრაელიდან შემოტანილი რადიოელექტრონული საშუალებები, შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები