გადაწყვეტილება N 303 სააქციო საზოგადოება”ეი-ი-ეს თელასი“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 303 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2001

მიღების თარიღი ივნისი 01, 2001

   სააქციო საზოგადოება”ეი-ი-ეს თელასი„- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე   ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.                                  მიეცეს ნებართვა სააქციო საზოგადოება ”ეი-ი-ეს თელასს”  შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე   მაღალსიხშირული  მოწყობილობები ჩამონათვალის მიხედვით, თანდართული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად;       

MOTOROLA    -   MTR2000     -  (რეპიტერი)  -  10 ც 

MOTOROLA    -   GM1280      -  (რაცია)     -  35 ც

MOTOROLA    -    GP680       - (ხელის რაცია) -  179 ც

T20032 MPT1327      -    (მონაცემთა ტრანსივერი) -   23 ც

2.                                  უზრუნველყოს  სააქციო საზოგადოება ”ეი-ი-ეს თელასმა”   მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

 

3.                                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                                კომისიის თავმჯდომარე                    ვ.აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები