გადაწყვეტილება N 31 შპს “ინფორმსერვისი”-სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 31 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შპს „ინფორმსერვისი”-სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიეცეს შ.პ.ს. „ინფორმსერვისს”  ლიცენზია საფოსტო კავშირით მომსახურებაზე    (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე:            საფოსტო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების

მიღებით, გაგზავით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.   დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები