გადაწყვეტილება N 310 საქართველოს შ.ს.ს. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 310 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2001

მიღების თარიღი ივნისი 01, 2001

საქართველოს შ.ს.ს. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა საქართველოს შ.ს.ს. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოს შემოიტანოს:

ხელის რადიოსადგური KENWOOD-ის ტიპის TK2107M/TK270GM – ათი (10) ცალი;

მობილური რადიოსადგური TK760GM – ორი (2) ცალი;

2.                              აღირიცხოს საქართველოს შ.ს.ს. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს მიერ შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით;

3.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს;

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები