გადაწყვეტილება N 311 შ.პ.ს. “ბპ ექსფლორეიშენ (შაჰ დენიზ)”-ისათვის თანამგზავრული სატელეფონო აპარატების საქართველოში შემოტანაზე და ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 311 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2001

მიღების თარიღი ივნისი 01, 2001

  შ.პ.ს. „ბპ ექსფლორეიშენ (შაჰ დენიზ)”-ისათვის თანამგზავრული სატელეფონო აპარატების საქართველოში შემოტანაზე და  ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა შპს „ბპ ექსფლორეიშენ (შაჰ დენიზ)”-ს სამი (3) ცალი NEC MT S2 ტიპის თანამგზავრული ტელეფონის აპარატების შემოტანაზე  და ექსპლუატაციაზე;

2.                              აღირიცხოს შპს „ბპ ექსფლორეიშენ (შაჰ დენიზ)”-ის მიერ შემოტანილი სამი (3) NEC MT S2 ტიპის თანამგზავრული ტელეფონის აპარატები შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით;

3.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს;

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები