გადაწყვეტილება N 314 შ.პ.ს. “კვკ ჯორჯია”-სათვის მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანა-რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 314 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2001

მიღების თარიღი ივნისი 08, 2001

  შ.პ.ს. „კვკ ჯორჯია”-სათვის მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანა-რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „კვკ ჯორჯია”-ს,  მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანა-რეალიზაციაზე.

ერიქსონ გა 768      -            სამასი (300) ცალი

ერიქსონ ტ 29 ს          -             თხუთმეტი (15) ცალი

2.                  აღირიცხოს შპს „კვკ ჯორჯია”-ს შემოტანა-რეალიზაციისათვის განკუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატები შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები