გადაწყვეტილება N 317 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 317 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2001

მიღების თარიღი ივნისი 15, 2001

კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              გამოცხადდეს კონკურსი 8-64 (რვა-ექვსი-ოთხი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;

2.                              ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2001 წლის 25 ივნისის 10:00 საათიდან 1 სექტემბრის 17:00 საათამდე;

3.                              ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

4.                              კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;

5.                              კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;

6.                              გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს მოხდება;

7.                              სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს ცხრა ათას სამასი (9300) ლარით;

8.                              ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

9.                              სალიცენზიო გადასახდელის სრული გადახდა კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოხდეს ლიცენზიის გაცემიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში;

10.                          კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2001 წლის 7 სექტემბერი (16:00 საათი);

11.                          კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;

12.                          დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს გ. რატიშვილს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13.                          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას და იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები