გადაწყვეტილება N 318 შპს “დაკა”-სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2001
მიღების თარიღი ივნისი 15, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „დაკა”-ს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე