გადაწყვეტილება N 324 შ.პ.ს. ”ტელეკომპანია გურჯაანი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 324 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2001

მიღების თარიღი ივნისი 22, 2001

შ.პ.ს. ”ტელეკომპანია გურჯაანი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია გურჯაანი”-ს (რეგისტრირებული გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 თებერვლის  N 27/4-104 დადგენილებით):

ლიცენზია N 1084 გაცემული 03.08.99წ – მოქმედების ვადა 20.07. 2004 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე 40 მეტრი.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები