გადაწყვეტილება N 326 შ.პ.ს. ”ტელერადიოკომპანია ჭყონდიდი-99”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 326 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2001

მიღების თარიღი ივნისი 22, 2001

შ.პ.ს. ”ტელერადიოკომპანია ჭყონდიდი-99”-ის  ხელახალ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-10 პუნქტის  შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. უარი ეთქვას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია ჭყონდიდი-99”-ს (რეგისტრირებული მარტვილის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 6 თებერვლის  N 2/4-55 დადგენილებით) მისი კუთვნილი N 69 ლიცენზიის ხელახალ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-10 პუნქტის  საფუძველზე.

2.ეცნობოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია ჭყონდიდი-99”-ს, რომ მისი კუთვნილი N 69 ლიცენზია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-10 პუნქტის  საფუძველზე 2001 წლის 1 ივლისიდან გაუქმებას ექვემდებარება ;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                     ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები