გადაწყვეტილება N 328 შპს “ტელერადიოკომპანია “თბილისი”-ს ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 328 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2001

მიღების თარიღი ივნისი 22, 2001

შპს „ტელერადიოკომპანია „თბილისი”-ს ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ხ) ქვეპუნქტისა და 391-ე მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.      მოდიფიცირებულ იქნეს შპს „ტელერადიოკომპანია „თბილისი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 24 ივლისის N2/4-43 დადგენილებით) ლიცენზია N67 საკუთარი განცხადების საფუძველზე და განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვროს 2001 წლის 1 ნოემბერი;

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას და იურიდიული სამსახურის უფროსს გ.კვერენჩხილაძეს.
  • კომისიის თავმჯდომარე:                                                                                ვ.აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები