გადაწყვეტილება N 33 საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის თბილისსა და მის შემოგარენში ოპერატიული კავშირისათვის სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ

ნომერი: 33 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის თბილისსა და მის შემოგარენში

ოპერატიული კავშირისათვის სამუშაო სიხშირეების

გამოყოფის შესახებ

 

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის  მე-3 პუნქტის

    „ბ”ქვეპუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა:

1.      გამოეყოს საბაჟო დეპარტამენტს ტექნიკური ექსპერიმენტის სახით

მეორად საფუძველზე სამუშაო სიხშირეები:457.725 – 462.725 და

457.875 – 462.875 მგჰც, რომლებიც გამოყენებული იქნება საბაჟო სისტემის ოპერატიული კავშირისასთვის თბილისსა და მის შემოგარენში რეტრანსლატორების გამოყენებით.

           

2.       აღინიშნოს, რომ ITU-ს რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად,

 მეორადი საფუძვლის სადგურმა არ უნდა შეუქმნას   ხელშეშლები პირველადი საფუძვლის სადგურს, რომელზეც   გამოყოფილია, ან რომელსაც გამოეყოფა სიხშირეები.

     

3.      კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს

   სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.       

  

 

   

         კომისიის თავმჯდომარე                     ვ.აბაშიძე

     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები