გადაწყვეტილება N 335 სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი”აბრეშუმის გზისათვის” (160,750 და155,750) მგჰც სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 335 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2001

მიღების თარიღი ივნისი 22, 2001

   სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი”აბრეშუმის გზისათვის”   (160,750 და155,750) მგჰც   სიხშირეების    მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი”აბრეშუმის გზას”    (150,700  და  155,750) მგჰც  სიხშირები   ქ. თბილისში  სამსახურებრივი  რადიოკავშირისათვის.

2.      უზრუნველყოს სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი ”აბრეშუმის გზამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად.

3.      კიონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

 

 

                    კომისიის თავმჯდომარე                                                                  ვ.აბაშიძე  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები