გადაწყვეტილება N 337 შ.პ.ს. ” ვანექსი ”-სათვის მაგისტრალზე თბილისი-რუსთავი მონაცემთა გადასაცემად სამუშაო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 337 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2001

მიღების თარიღი ივნისი 22, 2001

შ.პ.ს.   ” ვანექსი ”-სათვის  მაგისტრალზე თბილისი-რუსთავი მონაცემთა გადასაცემად სამუშაო სიხშირის    მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის   მე-2 პუნქტის და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შ.პ.ს.   ” ვანექსს”   სამუშაო სიხშირე  2485  მგჰც,   მიმართული ანტენების გამოყენებით მონაცემთა გადასაცემად მაგისტრალზე  თბილისი-რუსთავი;

2.      განახორციელოს შ.პ.ს. „ვანექსმა” ტექნიკური მოწყობილობების განთავსება შერჩეულ ანძაზე,მფლობელთან  შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე;

3.      ეთერული ხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში შ.პ.ს.”ვანექსმა”, კომისიასთან შეთანხმებით უზრუნველყოს  მინიჭებული   სიხშირის  კორექტირება,  ხოლო   აუცილებლობის    შემთხვევაში-

-  ტექნიკური  მოწყობილობების განთავსების ადგილის შეცვლა;

4.      განესაზღვროს შ.პ.ს.”ვანექსს”  ტექნიკური ადაპტაციის პერიოდი  პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან სამი თვის ვადით;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

 

                 კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვ.აბაშიძე

                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები