გადაწყვეტილება N 339 “საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 27 აპრილის N265 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესა

ნომერი: 339 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2001

მიღების თარიღი ივნისი 26, 2001

 „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 27 აპრილის N265 გადაწყვეტილებაში

ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2001 წლის 23 მაისის საქართველოს კანონის საფუძველზე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ ოპერატორს, რომელიც ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას, უფლება მიეცა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში 2001 წლის 1 ივლისამდე. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ლიცენზია კომისიის გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნება.

  კომისია ამასთანავე აღინიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების შეტანამდე, დაწესებული იყო კომისიაში ხელახალი რეგისტრაციის გავლის ვადა 2001 წლის 1 აპრილამდე. იმ ოპერატორს, რომელიც არ გაივლიდა ხელახალ რეგისტრაციას, კომისიის გადაწყვეტილებით  ლიცენზია გაუუქმდებოდა. მითითებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, კომისიამ ა.წ. 27 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება N265, რომლის თანახმად ლიცენზია გაუუქმდა სფეროს 56 ოპერატორს, რომელთა შორის 30 ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორია.

კომისია აღინიშნავს, რომ ვინაიდან ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორებს, კანონის საფუძველზე, მიეცათ კომისიაში ხელახალი რეგისტრაციის გავლის უფლება, სათანადო ცვლილებები უნდა შევიდეს კომისიის N265 გადაწყვეტილებაში.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 

გადაწყვიტა:

1.                 „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის შედეგების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 27 აპრილის N265 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გაუქმდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების კუთვნილი ლიცენზიები:

1). შ.პ.ს. „ვიდეოკომუნიკაცია”-ს NN 190, 191 და 192 ლიცენზიები;

2). შ.პ.ს. „მობილფონი”-ს N 1113 და N 1114 ლიცენზიები;

3). შ.პ.ს. „ლიგაკომი”-ს N 1028 და N 1030 ლიცენზიები;

4). შ.პ.ს. „ავტოკომი”-ს N 1233 ლიცენზია;

5). შ.პ.ს. „კავშირი”-ს N 174 და N 175 ლიცენზიები;

6). შ.პ.ს.”სუფსა ტექნოკომი”-ს NN 1076, 1077 და 1078 ლიცენზიები;

7). შ.პ.ს.”ი ენ აი ჯორჯია”-ს N 809 და N 810 ლიცენზიები;

8). შ.პ.ს.”ჯეკა”-ს N 1133 ლიცენზია;

9). შ.პ.ს.”ინტერკონტაქტი”-ს N 777 ლიცენზია;

10). შ.პ.ს.”აფლაიდ ფაინენშიალ ენჯინიერინგი”-ს N 1087 ლიცენზია;

11). შ.პ.ს.”ვინ გეიტ ეკუიტი გრუპ ინკი”-ს N 1237 და N 1242 ლიცენზიები;

12). შ.პ.ს.”სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი”-ს N 820 ლიცენზია;

13). შ.პ.ს.”არგოტური”-ს N 560 ლიცენზია;

14). შ.პ.ს. „GTC” –ის N 701 ლიცენზია;

15). შ.პ.ს.”მთაწმინდა”-ს N 89 ლიცენზია;

16). შ.პ.ს.”ტელესაკომუნიკაციო ქსელები”-ს NN 202, 203, 204 და 205 ლიცენზიები;

17). შ.პ.ს.”ჰორიზონტი”-ს N 264 და N 265 ლიცენზიები;

18). შ.პ.ს. „ციფრული ქსელები”-ს NN 438, 439 და 440 ლიცენზიები;

19). შ.პ.ს. „ნიუკომი”-ს N 536 ლიცენზია;

20). შ.პ.ს. „ირიდიუმ ეგრისი”-ს N 537 ლიცენზია;

21). შ.პ.ს. „რუბიკონი”- ს N 917 ლიცენზია;

22). შ.პ.ს. „უკრაინის კულტ.- ეკონომ. წარმომადგ.”-ის N 977 და N 978 ლიცენზიები;

23). შ.პ.ს. „ინჟმედსერვისი”-ს N 1005 ლიცენზია;

24). შ.პ.ს. „Caspian NWK Trading Group Georgia”-ს N 1050 ლიცენზია;

25). შ.პ.ს. „ORIENT LOGIC”-ის N 1107 ლიცენზია;

26). შ.პ.ს. „INTERNATIONAL KOURIER”-ის N 1234 ლიცენზია;

27). შ.პ.ს. „საქტელერადიოცენტრი”-ს NN 173, 199 და 277 ლიცენზიები.”

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საქმეთა მმართველს ი.ხარებავას.

კომისიის თავმჯდომარე:                                                   ვ.აბაშიძე

                                                                                            

                                                                                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები