გადაწყვეტილება N 34 შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია “ რუსთავი 2 “-ის მიერ სატელევიზიო გადამცემის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 34 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია „ რუსთავი 2 „-ის მიერ სატელევიზიო  გადამცემის შეცვლის

ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ    „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე          მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

 

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს.სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2„-ს  შეცვალოს კომპანიის კუთვნილი ფირმა „LINEAR”-ის  ხარვეზებით მომუშავე ტელეგადამცემი, რომელიც განთავსებულია შ.პ.ს. „საქართველოს ტელერადიოცენტრი”-ს მთაწმინდის ანძაზე თბილისში, ანალოგიური ტექნიკური პარამეტრების მქონე იმავე ფირმის ახალი გადამცემით.

2.      ეთხოვოს კომპანია „რუსთავი2„-ს  აცნობოს კომისიას შ.პ.ს. „საქართველოს  ტელერადიოცენტრი”-ს ადმინისტრაციაცთან შეთანხმებული წერილის ფორმით, ახალი გადამცემის განთავსების და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ.

        

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს      სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

     

 

         კომისიის თავმჯდომარე                        ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები