გადაწყვეტილება N 340 შ.პ.ს.”ტელერადიოკომპანია ქუთაისი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 340 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2001

მიღების თარიღი ივნისი 29, 2001

შ.პ.ს.”ტელერადიოკომპანია ქუთაისი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

 სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია ქუთაისი”-ს (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 24 აპრილის  N 12/4-635 დადგენილებით):

ლიცენზია N 64 გაცემული 03.08.95წ – მოქმედების ვადა 5 (ხუთი) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ მეტრულ სატელევიზიო არხზე, 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ქუთაისი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები