გადაწყვეტილება N 342 შ.პ.ს.”ახმეტა ტვ-1”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 342 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2001

მიღების თარიღი ივნისი 29, 2001

შ.პ.ს.”ახმეტა ტვ-1”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლისა და 55-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახმეტა ტვ-1”-ს (რეგისტრირებული ახმეტის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 აპრილის  N 18/4-77 დადგენილებით):

ლიცენზია N 1140 გაცემული 25.08.99წ – მოქმედების ვადა 17.06. 2001 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით, შ.პ.ს.”საქართველოს ტელეცენტრთან” გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები