გადაწყვეტილება N 343 შ.პ.ს.”ახმეტა ტვ-1”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 343 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2001

მიღების თარიღი ივნისი 29, 2001

შ.პ.ს.”ახმეტა ტვ-1”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის N 55 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების, აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახმეტა ტვ-1”-ს (რეგისტრირებული ახმეტის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 აპრილის  N 18/4-77 დადგენილებით):

ლიცენზია N 1140 გაცემული 25.08.99წ – მოქმედების ვადა 17.06. 2001 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით, შ.პ.ს.”საქართველოს ტელეცენტრთან” გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები