გადაწყვეტილება N 345 ს.პ.ს.”ნორმა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 345 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2001

მიღების თარიღი ივნისი 29, 2001

ს.პ.ს.”ნორმა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და N 55 მუხლის მე-10 პუნქტის, აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნორმა”-ს (რეგისტრირებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 28 იანვარის  N 7/2-59 დადგენილებით):

ლიცენზია N 1082 გაცემული 03.08.99წ – მოქმედების ვადა 20.07. 2004 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით  მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება ;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მაუწყებლობა პირველ (49,75 – 56,25 მგჰც) სატელევიზიო არხზე.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები