გადაწყვეტილება N 346 შპს “ტერა“-სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე და წარმოებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 346 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2001

მიღების თარიღი ივნისი 29, 2001

შპს „ტერა„-სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და  მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე და წარმოებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ტერა”-ს შემდეგი სახის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე და წარმოებაზე:

      ა) სატელევიზიო და რადიო გადამცემები;

      ბ) სატელევიზიო და რადიო რეტრანსლიატორები;

      გ) სატელეფონო რადიოდამაგრძელებლები;

      დ) რადიოსარელეო ხაზები;

      ე) საკაბელო ტელევიზიის მოდულატორები, გამაძლიერებლები და მათი აქსესუარები;

      ვ) საეთერო და საკაბელო სატელევიზიო, რადიო და სატელეფონო ქსელები.

2. უზრუნველყოს შპს „ტერა”-მ მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა.

3. უზრუნველყოს შპს „ტერა”-მ მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირება.

4. უზრუნველყოს შპს „ტერა”-მ მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის ნებართვის მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები