გადაწყვეტილება N 347 შ.პ.ს. “საქართველოს მილსადენი კომპანია”-სათვის შიდასაწარმოო კავშირისათვის რადიოსარელეო კავშირის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 347 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2001

მიღების თარიღი ივნისი 29, 2001

  შ.პ.ს. „საქართველოს მილსადენი კომპანია”-სათვის შიდასაწარმოო კავშირისათვის

    რადიოსარელეო კავშირის სიხშირეების მინიჭების შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად   გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შ.პ.ს. „საქართველოს მილსადენ კომპანია”-ს 10518 მგჰც (მიღებაზე) და 106089 მგჰც (გადაცემაზე) სამუშაო სიხშირეები სუფსის ტერმინალსა და ფოთის ტელეკომის ანძებს შორის შიდასაწარმოო რადიოსარელეო კავშირისათვის, მეორადი გამოყენების უფლებით;

2.      ეთერული ხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში შ.პ.ს. „საქართველოს მილსადენმა კომპანია”-მ კომისიასთან შეთანხმებით უზრუნველყოს მინიჭებული სიხშირის კორექტირება;

3.      განესაზღვროს  შ.პ.ს. „საქართველოს მილსადენ კომპანია”-ს ტექნიკური ადაპტაციის პერიოდი გამოყენების ნებართვის მიღებიდან სამი თვის ვადით;

4.      კიონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

 

                        კომისიის თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები