წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 348 შ.პ.ს “მაგთიკომი“-სათვის საქართველოში რადიოელექტრონული საშუალებების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 348 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2001

მიღების თარიღი ივლისი 03, 2001

შ.პ.ს „მაგთიკომი„-სათვის საქართველოში რადიოელექტრონული   საშუალებების შემოტანაზე    ნებართვის    გაცემის   შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

  

 

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს მაგთიკომს   შემოიტანოს ქვეყნის  ტერიტორიაზე     თანდართული  ანგარიშფაქტურებით  N 2000451601 ( 06. 21. 2001 )  და               N 2000451247 ( 06.20.2001.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები.

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს „მაგთიკომმა„ შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვისათვის.

                     

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                    კომისიის   თავმჯდომარე                                          ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები