გადაწყვეტილება N 353 შ.პ.ს.”დუშეთის ტელევიზია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 353 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”დუშეთის ტელევიზია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

 უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  N 55 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებისა და აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დუშეთის ტელევიზია”-ს (რეგისტრირებული დუშეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 სექტემბრის  N 30/4-49 დადგენილებით):

ლიცენზია N 236 გაცემული 25.08.1997წ – მოქმედების ვადა სამი ( 3 ) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ მეტრულ სატელევიზიო არხზე, 5 ვატი სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით (ქ.დუშეთი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები