გადაწყვეტილება N 357 შ.პ.ს.”აია ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 357 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”აია ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და

 უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის N 55 მუხლის  მე-4 და მე-10 პუნქტებისა და აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აია ტვ”-ს (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის  სასამართლოს 1998 წლის 15 სექტემბრის  N 12/4-836 დადგენილებით):

ლიცენზია N 864 გაცემული 26.06.99წ – მოქმედების ვადა 12.02. 2001 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით  მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მაუწყებლობა შემდეგი სატელევიზიო მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-11, 21-ე, 23-ე, 29-ე, 32-ე, 34-ე, 36-ე,38-ე არხების გამოყენებით (ქ. ქუთაისი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები