გადაწყვეტილება N 359 შ.პ.ს.”მერანი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001
მიღების თარიღი ივლისი 13, 2001
შ.პ.ს.”მერანი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის N 55 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებისა და აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მერანი”-ს (რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 19 აგვისტოს N 32/4-152 დადგენილებით):
ლიცენზია N 1193 გაცემული 28.09.99 წ მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი: სადენიანი რადიოქსელით მომსახურება (ქ. ზესტაფონი).
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.