გადაწყვეტილება N 360 ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი “ჯიხა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001
მიღების თარიღი ივლისი 13, 2001
ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში
სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოდიფიცირებულ იქნეს ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა”-ს (რეგისტრირებული წალენჯიხის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის N 61/9-4 დადგენილებით):
ლიცენზია N 1198 გაცემული 29.09.99წ მოქმედების ვადა 17.11. 1999 წ.
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.
ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით (ქ.წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია).
2. სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები დაზუსტდეს კომისიის მიერ;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ ( გ. კვერენჩხილაძე) და სამაუწყებლო ( თ. ძაგნიძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.