გადაწყვეტილება N 361 ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი “ჯიხა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 361 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

 სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის N 55 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებისა და აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა”-ს (რეგისტრირებული წალენჯიხის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის  N 61/9-4 დადგენილებით):

ლიცენზია N 1198 გაცემული 29.09.99წ – მოქმედების ვადა 17.11. 1999 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა თავისუფალი საეთერო დროის  გამოყენებით  (ქ.წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია).

2. სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები დაზუსტდეს კომისიის მიერ;

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ  ( გ. კვერენჩხილაძე) და სამაუწყებლო ( თ. ძაგნიძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები