გადაწყვეტილება N 362 შ.პ.ს.”ევრაზია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 362 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”ევრაზია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე

განცხადების განხილვის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად

           

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ევრაზია”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 8 სექტემბრის  N 206/4-666 დადგენილებით) კუთვნილი N 1063 და N 1064 ლიცენზიები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე არ საჭიროებენ ხელახალ რეგისტრაციაში გატარებას.

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები