გადაწყვეტილება N 365 შ.პ.ს. “მაგთიკომი”-ისათვის მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 365 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს. „მაგთიკომი”-ისათვის მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „მაგთიკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურა N 2000454040–ით გათვალისწინებული მობილური ტელეფონის აპარატები;

2.                              უზრუნველყოს შ.პ.ს. „მაგთიკომმა”  მობილური ტელეფონის აპარატების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;

 

3.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

   კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები