გადაწყვეტილება N 367 შ.პ.ს. “მაგთიკომი”-ისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 367 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2001

მიღების თარიღი ივლისი 17, 2001

პროექტი   შ.პ.ს. „მაგთიკომი”-ისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „მაგთიკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურა N 2000455173–ით (09.07.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.                              უზრუნველყოს შ.პ.ს. „მაგთიკომმა”  მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;

 

3.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

მოამზადა:                                           /მ. გოთოშია/

                        შეთანხმებულია:                                /გ.კვერენჩხილაძე/

                                                                                    /თ.ძაგნიძე/

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები