გადაწყვეტილება N 368 შ.პ.ს. “კვკ ჯორჯია”-სათვის მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანა-რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 368 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2001

მიღების თარიღი ივლისი 17, 2001

პროექტი შ.პ.ს. „კვკ ჯორჯია”-სათვის მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანა-რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „კვკ ჯორჯია”-ს,  მობილური ტელეფონის აპარატების საქართველოში შემოტანა-რეალიზაციაზე

ნოკია 9210 RAE-3NW-EYE-Q CAMERA              -           ორი (2) ცალი;

2.                  აღირიცხოს შპს „კვკ ჯორჯია”-ს შემოტანა-რეალიზაციისათვის განკუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

                        მოამზადა:                                           /მ. გოთოშია/

                        შეთანხმებულია:                                /გ.კვერენჩხილაძე/

                                                                                    /თ.ძაგნიძე/

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები