გადაწყვეტილება N 369 რამაზ მიგინეიშვილისათვის რადიოელექტრონული საშუალების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 369 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2001

მიღების თარიღი ივლისი 17, 2001

   რამაზ მიგინეიშვილისათვის რადიოელექტრონული საშუალების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა რამაზ მიგინეიშვილისათვის შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურა №556449-ით (05.07.2001) და ზედდებული Arwaybill:9306079145-ით  გათვალისწინებული რადიოელექტრონული საშუალება  (ინდივიდუალური სანავიგაციო მოწყობილობა) – GPSMAP 76 -    1 ცალი

აქსესუარებით;

2.                              უზრუნველყოს რამაზ მიგინეიშვილიმა შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა ინდივიდუალური სანავიგაციო მოწყობილობის შესაბამის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვისათვის;

3.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

       კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე

                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები