გადაწყვეტილება N 370 შპს.” არტ ივერიონი ”- ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების, მისი კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

ნომერი: 370 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2001

მიღების თარიღი ივლისი 20, 2001

შ.პ.ს.”არტ ივერიონი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების, მისი კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა   და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

 სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის NN 391მუხლის, 55 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებისა და აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

  

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს და გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შ.პ.ს.”არტ ივერიონი”-ს (რეგისტრირებული ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 10 ოქტომბრის  N 12/4-436 დადგენილებით):

ლიცენზია N 1173 გაცემული .09.99წ – მოქმედების ვადა 23.12. 1999 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა თავისუფალი საეთერო დროის  გამოყენებით  (ქ.ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორია).

2. სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები დაზუსტდეს კომისიის მიერ;

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ  ( გ. კვერენჩხილაძე) და სამაუწყებლო ( თ. ძაგნიძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები