გადაწყვეტილება N 376 შ.პ.ს. “ერიქსონ საქართველოსათვის” სატელიტური ანტენის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 376 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2001

მიღების თარიღი ივლისი 27, 2001

  შ.პ.ს. „ერიქსონ საქართველოსათვის” სატელიტური ანტენის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „ერიქსონ საქართველოს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურა N 000813–ით (09.07.2001) გათვალისწინებული სატელიტური ანტენა;

2.                  უზრუნველყოს შ.პ.ს. „ერიქსონ საქართველომ” შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა სატელიტური ანტენის გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები